რეზონანსი
29.08.2020

ავტომანქანის შეჯახების გამო ფონიჭალაში ცენტრალური გაზსადენი დაზიანდა. აღნიშნული შემთხვევის გამო 4000-მდე აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.

ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდება შეუწყდა: რუსთავის გზ. 3, 6, 8, 10, 12, 12 „ა-ბ", 12 „ვგ", 16, 19, 28, 30, 32, 38, 40, 42, 44, 257, 259, 261, 263, 265, 269, 271, გიგანტის დასახლებისა და სადგურის ქ. 57-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე სოფ. ფონიჭალის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, კერძოდ: რაფავას, გაგრის, ილორის, ბაგრატის, ანჩაბაძის, ოჩამჩირის, ბედიისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე და მსხვილ კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა თელეთში მდებარე - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ზემო ფონიჭალაში - შპს „იბერია დისთილერი", შპს „საბუდარა", შპს „როუდ ბილდინგ გროუფ", შპს „მეგობრობა", შპს „ვასაძის პური", შპს ,„ფორტ-როუზ ჯორჯიან", შპს „ფარსა", შპს „4 მ+", ი/მ თამაზ წიქარიშვილი, შპს „ვილ-ბინ-დან საქართველო", რუსთავის გზატკეცილზე - შპს „კლინტექ", შპს „ემ მასტერ", შპს „ჯი-ემ-პი საქვაბე", შპს „ავზი-94", წისქვილკომბინატი - შპს „GLASS WORK", შპს „მულტი", შპს „ელთა", შპს „არჯევანი", შპს „დრ. როდგერ კონტრაქტ ქლინინინგი", შპს ,„ფი-ემ-ჯი", კ/პ მამალაძე, შპს „თეთრი დათვი", შპს „ნუტრიმაქსი", მარნეულის ქუჩაზე - შპს „ემბავუდ ჯორჯია", შპს „კალინა ჯორჯია", შპს „არქიტრავი", ასევე შპს „ბიზნეს-აკადემია", შპს „მშენებელი 29", ქ. თბილისის 29", შპს „საქართველოს მელიორაცია", ი/მ კიკნაძე, შპს „ექსპერიმენტი", ქ. თბილისის საჯარო სკოლა #127, #153, #218-ს, საბავშვო ბაგა-ბაღი #209 და მიმდებარედ არსებული მცირე, მსხვილი და კომუნალური ობიექტები.

„თბილისი ენერჯის" სპეციალისტები ადგილზე სრულად მობილიზებულები არიან. მიმდინარეობს ოპერატიული სარემონტო სამუშაოები მოსახლეობისთვის გაზის მიწოდების დროულად აღსადგენად.

სამუშაოები დღეს 15:00 საათისთვის დასრულდება. გაზის მიწოდების აღდგენა სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება და სრულად დღის ბოლომდე აღდგება.

„თბილისი ენერჯი" ბოდიშს გიხდით კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტის გამო", - აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×