რეზონანსი
29.08.2020

პლაკატებს კი ნუ ერჩით, აქ ვარ, სობჩაკის სამ ნომერში და მოდით ჩემთან, საღებავები მოიტანეთ. ყველას ველოდები, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საქართველოს პირველ არხს მისი პარტიის საარჩევნო ბანერის დაზიანებასთან დაკავშირებით განუცხადა.

პარტიის ლიდერი მომხდარს ოკუპირებულ აფხაზეთში მის ჩასვლას უკავშირებს.

„გუშინ გვიან ღამით მივიღე ეს ინფორმაცია. მოსალოდნელია ეს ყველაფერი, ისეთი შტურმია ჩვენ წინააღმდეგ, ესეც გასაგებია და ამას თავისი მიზეზები აქვს. ჩვენ ჩავედით აფხაზეთში, გამოჩნდა პატარა სინათლის სხივი ჩვენი ქვეყნისთვის, ამან გააბოროტა სააკაშვილ - ბოკერია და მათი ჯგუფები თბილისში. ასეთივე სააკაშვილ- ბოკერიები არიან სოხუმსა და მოსკოვში, არიან ძალები, რომლებსაც არ სიამოვნებთ ეს.

ძალიან მდაბიო ქმედებაა, თუმცაღა კანონი ამაზე კონკრეტულ სასჯელს ითვალისწინებს და ჩვენი იურისტები იმოქმედებენ. ვერ შეგვაშინებთ, ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. პლაკატებს კი ნუ ერჩით, აქ ვარ, სობჩაკის სამ ნომერში და მოდით ჩემთან, საღებავები მოიტანეთ. ყველას ველოდებით, ვისაც სურვილი აქვს, დააზიანოს ჩემი პლაკატები. პლაკატებს თავი დაანებეთ, მე გელოდებით და მობრძანდით", - განაცხადა ინაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×