რეზონანსი
29.08.2020

მამა პეტრე კოლხი თერჯოლაში 11 წლის მოზარდის გარდაცვალებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

"რამდენი მარიტა და მზეჭაბუკი უნდა ჩაქოლოს ამ ბნელმა და დაუნდობელმა სოფელმა?! რამდენი მოზარდი უნდა მიიყვანოს თვითმკვლელობამდე?! ახლა იმაზე ვმსჯელობთ, ავუგოთ თუ არა წესი! ბავშვი სიძულვილს და აგრესიას გაექცა. იმ დაუნდობელ ყოფას, რომელშიც ყოველდღიურად იმყოფებოდა. არ მგონია ღმერთი ჩვენზე სასტიკი იყოს!. ჩემი აზრით, არც მათ არ უნდა აეგოთ წესი, ვინც 11 წლის ბავშვი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. იმ დასახლებაში არავის ეყო ვაჟკაცობა, მშობლების ეს სიველურე გაეპროტესტებინა. ახლა ღვარეთ ნიანგის ცრემლები, მკვლელებო!", - წერს პეტრე კოლხი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×