
ათასწლეულების განმავლობაში ვინ არ სცადა აჭარა გადაეჩვია სამშობლოს სიყვარულს, მაგრამ ეს ვერავინ ვერ მოახერხა. მუსლიმი და მართლმადიდებელი ძმები ერთად იბრძოდნენ ქვეყნის ერთიანობისთვის და სამშობლოს სიყვარულში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა, რასაც ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ და რაც უნდა გავაძლიეროთ, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბათუმში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, ბათუმი არის ქვეყნის კარიბჭე და მას წლებია უაღრესად სტრატეგიული როლი აქვს.
„არა მხოლოდ ეკონომიკური, რა თქმა უნდა კულტურულიც, მაგრამ ეკონომიკა დღეს იქნება არა მხოლოდ თბილისში, არამედ აჭარაშიც და ბათუმშიც და კიდევ სხვა ქალაქებში. ბათუმი არის ქალაქი, რომლის წარმატებითაც თითოეული ქართველი ყოველთვის ამაყობდა და ამაყობს. რთული დღეები დაგვიდგა, პირველ რიგში პანდემიას ვგულისხმობ, განსაკუთრებით დაზიანდა ბათუმი, იმიტომ რომ, ბათუმი საქართველოს ტურისტული დედაქალაქია, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და გავაკეთებთ, რომ ეს დარტყმა ბიზნესზე, ქვეყნისა და ბათუმის ეკონიმიკაზე როგორმე მინიმუმამდე დავიყვანოთ და ამას მოვახერხებთ“- განაცხადა გიორგი გახარიამ.