რეზონანსი
29.08.2020

ვერძი

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე საიდუმლო საქმეებთან დაკავშირებით. დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რათა შეინარჩუნოთ თქვენი პოზიციები.

კურო

ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნეთ სულიერი წონასწორობა, მოსალოდნელია გაუგებრობები და უთანხმოებები კოლეგებთან. მიზნის მისაღწევად გამოიჩინეთ მეტი ინიციატივა.

ტყუპები

შეხვდებით ადამიანს, რომელთანაც თავს ძალიან კომფორტულად და ბუნებრივად იგრძნობთ. თქვენი იდეები სწრაფად რეალიზდება და სიხარულს მოგიტანთ.

კირჩხიბი

ნუ შეპირდებით ნურავის ისეთ რამეს, რასაც ვერ შეასრულებთ, სასურველია ახლობლებთან ერთად განიხილოთ აქტუალური რჩევები, ყური მიუგდეთ მათ.

ლომი

იმოქმედეთ შექმნილი ვითარების თუ გარემოების შესაბამისად, მოერიდეთ პირდაპირობას. გააანალიზეთ ახლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების სისწორე და შედეგები.

ქალწული

თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება. გამომუშავების შესაძლებლობებიც მრავლად გექნებათ, თავისუფალი დრო ახლა თქვენთვის ფუფუნების საგანია.

სასწორი

შესაძლოა საჭიროებამ მოითხოვოს პარტნიორებთან შეხვედრა და ბიზნეს საკითხებში კორექტივების შეტანაზე მსჯელობა, რომლითაც მოაგვარებთ სხვადასხვა პრობლემებს.

მორიელი

ფინანსური და საქმიანი პრობლემები დიდი ალბათობით საუკეთესოდ გადაწყდება. იოცნებეთ, იმოქმედეთ და მეტად ენდეთ საკუთარ თავს, იზრდება თქვენი ავტორიტეტი და პროფესიონალიზმი.

მშვილდოსანი

სიფრთხილე გმართებთ გზებზე, ავტომანქანის მართვისას, დაიცავით უსაფრთხოების წესები და რათა იყოთ მაქსიმალურად დაცული.

თხის რქა

არის გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯების ალბათობა. იყავით გულხადილი ახლობლებთან და აკონტროლეთ თქვენი სიტყვები და ქმედებები, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტური სიტუაციები.

მერწყული

ჭორებისა და ინტრიგების ალბათობა მატულობს. შესაძლოა მხედველობიდან გამოგრჩეთ რაღაც მნიშვნელოვანი,ნებისმიერ საქმეში ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს და სხვების ქმედებებს.

თევზები

მოერიდეთ ზედმეტ გასავალს და ნუ გამოიყენებთ ეგოისტურად ახლობლების ნდობას, გაუთვლელი ხარჯები სიკეთეს არ მოგიტანთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×