რეზონანსი
30.08.2020

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 25 მილიონს გადააჭარბა. Worldometers-ის მონაცემებით, ვირუსი ამ დრომდე 25 170 000-ზე მეტ ადამიანს აღმოაჩნდა, ხოლო მათგან 846 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 17.5 მილიონს აღემატება. ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 6.8 მილიონია.

დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში კვლავ აშშ ლიდერობს. აქ ვირუსის 6.1 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 186 000-ზე მეტი პირი გარდაიცვალა. მეორე ადგილზეა ბრაზილია 3.8 მილიონი ინფიცირებულით, ხოლო მესამეზე - ინდოეთი, სადაც „კოვიდ-19" უკვე 3.5 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×