
„ქართული ონცების" ოფისში მომუშავე ერთ-ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც კორონავირუსთან ბრძოლის შტაბის წევრი და „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი ლადო კახაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, ინფიცირებულ პირთან პარტიის წევრებს შეხება არ ჰქონიათ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს იმის საჭიროება, რომ ოფისში კარანტინი გამოცხადდეს, თუმცა მომავალში გამორიცხული არაფერია.
როგორც კახაძე ამბობს, ამ ეტაპზე პატრიის ოფისში ეპიდკველვა მიმდინარეობს, რომლის შედეგების შესაბამისადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას ოფისში ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით. კახაძის თქმით, პიროვნება კორონავირუსით მაშინ დაინფიცირდა, როდესაც სამსახურში არ დადიოდა.
„ეპიდემიოლოგების მიერ ახალა ჩატარებულია მოკვლევა. რამდენად მე ვიცი, ის ადამიანი სამსახურში არყოფნის პირობებში არის დაინფიცირებული. როდესაც მოხდება ამ ფაქტის დადასტურება, აბოლუტურად ყველა პირი შემოწმდება და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, უნდა გამოცხადდეს თუ არა კარანტინი ოფისში.
„მე მგონია, ასეთი საფრთხის წინაშე არ დგას ეს გამოწვევა გამომდინარე იქიდან, რომ ლიკვიდირებულია შემთხვევა და ყველა ღონისძიებაა გატარებული, რათა გავრცელებას ადგილი არ ჰქონდეს.
„ოფისში არსებული ეპიდმდგომარეობა არ აიძულებს პარტიას, რომ იქ არ ჩატარდეს შეხვედრები და ა.შ. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ღონისძიებების გატარება იქნება საჭირო, ჩვენ ოპერატიულად მოვახდენთ რეაგირებას. ოფისში არსებული დღევანდელი მდგომარეობა არ მოითხოვს ზომების გამკაცრებას.
„ახლა აქტიური საარჩევნო პერიოდია. ოფისში დიდი აქტიურობა არაა, ყოველ შემთვევაში იმ ლოკაციაზე, სადაც ინფიცირებული პირი მუშაობდა, არ იყო. ამიტომ „ქართული ოცნების" წევრებს საფრთხე არ ემუქრებათ", - ამბობს ლადო კახაძე „რეზონანსთან" საუბრისას.