ია აბულაშვილი
30.08.2020

„ბათუმში მაჟორიტარად ისეთ კანდიდატს დავაყენებთ, რომლის კაბინეტშიც, „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი რესან კონცელიძე ოთხად მოკეცილი შედიოდა. რესან კონცელიძე, რომელიც ასლან აბაშიძის პროკურორი იყო და შემდეგ, მშვენივრად თანამშრომლობდა „ნაციონალებთან“ - აცხადებს „გადაარჩინე საქართველოს“ ლიდერი მურმან დუმბაძე აჭარაში ოპოზიციისა და პოზიციის მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებთი საუბრისას.

გავრცელებული ინფორომაციით, 7 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მაჟორიტარ კანდიდატეს წარადგენს და პრემიერ მინისტრის კანდიდატურასაც დაასახელებს.

„ვულოცავ „ქართულ ოცნებას“, რომელიმაც თავის წიაღიდან ვერცერი კანდიდატი ვერ დაასახელა აჭარაში მაჟორიტარ კანდიდატად. მათი უმეტესობა თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ან ზონის კოორდინატორი იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ოცნებას“ საკუთარი რესურსი არ აქვს და ფარსია როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ აგინებენ.

„ბათუმში ოპოზიცია მაჟორიტარად ისეთ კანდიდას დააყენებს, რომლის კაბინეტშიც, „ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი რესან კონცელიძე ოთხად მოკეცილი შედიოდა. მის გვარს არ დავასახელებ თქვენ ვითონ მოხვდებით... რესან კონცელიძე ჯერ ასლან აბაშიძის პროკურორ იყო, შემდეგ მშვენივრად თანამშრომლობდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„ფაქტია, რომ მომავალ პარლამენტში არ უნდა შევიდეს ის ხალხი, რომლებიც ჩოლოქზე ავტომატებით იდგნენ. მომავალ პარლამენტში აჭარიდან უნდა შევიდეს ის ხალხი, ვისაც ამ რეგიონის, ბათუმის აღორძინებაში დიდი წვლილი მიუძღვის, თუნდაც ლევან ვარშალომიძე და ბუნებრივია, რომ მან მაჟორიტარადაც იყაროს კენჭი და იყოს პარტიულ სიაშიც.  

„რაც შემეხება მე, იყო შემოთავაზება მაჟორტარად მეყარა კენჭი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, უფრო ღირსეული კანდიდატიც შეირჩევა. მიხეილ სააკაშივილის პრემიერ-მინიტსრად დასახელება ჩემი ინიციატივა იყო და კეთილი ინებოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ღიად დაასახელოს მისი კანდიდატურა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ მურმან დუმბაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×