რეზონანსი
30.08.2020

ოზურგეთის ბავშვთა სამკურნალო ცენტრში, დიალიზის განყოფილების ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს ცენტრში შვიდი პაციენტი იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ბავშვთა სამკურნალო ცენტრის დირექტორი ამბობს, ჭერის დაზიანება რამდენიმე დღის წინ მოსულმა წვიმამ გამოიწვია. ადგილზე გამწმენდ სამუშაოებს სამაშველო სამსახური ახორციელებს.

"რამდენიმე დღის წინ იყო ძლიერი ქარბუქი, წვიმა და, როგორც ჩანს, წვიმამ დაამძიმა ჭერი და იმან გამოიწვია ნგრევა. 7 პაციენტი წევს, რომელთაც სამედიცინო დახმარებას უწევენ, მათ განყოფილებაში არაფერი არ არის დაზიანებული,"- განაცხადა კლინიკის თანამშრომელმა სოსო მგელაძემ. 

ბავშვთა სამკურნალო ცენტრის შენობა 70 წელზე მეტისაა. შენობის შეკეთების სამუშაოები პერიოდულად ტარდებოდა, თუმცა, მისი კაპიტალური რემონტი ამ დრომდე არ განხორციელებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×