
ასტროლოგი ხათუნა ნოელი შემოდგომაზე მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური ცვლილებებისა და მოვლენების შესახებ წერს:
"2020 წლის 10 სექტემბრიდან 19 ნოემბრამდე ყოველ 2 წელიწადში ერთხელ მარსი უკუსვლითი ხდება, მაგრამ რეტროგრადული ვერძის ნიშანში კარგა ხანია აღარ ყოფილა. ბოლოს 1988-ში ჰქონია ადგილი, იმის წინა ჯერზე იყო 1973 წელს, იმის წინ - 1941 წელს.
რას შეიძლება ველოდოთ მას მერე, რაც 10 სექტემბერს, წითელი პლანეტა დაიწყებს რეტროგრადულ მოძრაობას - მოულოდნელ ცვლილებებს, რომელთა გამო მოგვიწევს ახალი გაუტკეპნავი გზებით სიარული, თუ ძველი მოვლენების ექო დაბრუნდება?
2 თვის განმავლობაში ომის პლანეტა მარსი ხელახლა გაივლის ადრე დაპყრობილ ტერიტორიებს. რა დარჩა მას აქ, რისი გაკეთება დაავიწყდა? ან იქნებ რაღაც ისეთი აქვს აღმოსაჩენი, რაც მაში დაფარული იყო ან გასაიდუმლოებული? ჩვენ ახლა გავდივართ პერიოდს, როდესაც მარსი ვერძიდან კონფლიქტურ ასპექტებს ქმნის თხის რქაში მყოფ სამ " მძიმეწონიან მოთამაშესთან’" - პლუტონთან, სატურნთან და იუპიტერთან. ვერძიცა და თხის რქაც ე.წ. კარდინალური ნიშნებია, ანუ სწორედ მათ მოაქვთ კარდინალური ცვლილებები ცხოვრებაში.
უკომპრომისო მიდგომები, პროტესტბი, ბრძოლა სტრუქტურის წინააღმდეგ, დაუმორჩილებლობა ხელისუფლების მიმართ. რამაც შეიძლება გამოიწვიოს არასტაბილურობა, ძალის გამოყენება, რეგიონალური ან გლობალური კონფლიქტები. სამხედრო ჩარევები.გამბედაობის გამოჩენა, რათა გავწყვიტოთ ჩვენი განვითარების შემაფერხებელი კავშირები - განქორწინებები, თავისუფლების მოპოვება; პროფესიული ცვლილებები და ახალი მიმართულების გამოჩენა. მიწისძვრები, კატასტროფები და ხანძრები.
როდესაც მარსი რეტროგრადული გახდება აგვისტოს ბოლოს და მერე, როდესაც იგი ოქტომბრის შუა რიცხვებში მზესთან მოვა ოპოზიციაში. და ასევე ნოემბრის შუა რიცხვებში , როცა კვადრატურა ზუსტი გახდება და მთელ დაგუბებულ ძალებს გამოათავისუფლებს. ამ დროს შესაძლოა ყურადღების ცერტრში მოექცნენ ხელისუფლებაში მყოფი, ძალაუფლებების მქონე ის პირები, ვისაც თვითონ აქვთ ანალოგიური მარსისა და სატურნის ასპექტები პირად რუკებში. მათ შეიძლება თავად მიმართონ ძალის გამოყენებას, ან პირიქით, სხვა ადამიანების აგრესიისა და ბრაზის სამიზნე გახდნენ. მაგალითად, ეს შესაძლოა ეხებოდეს დონალდ ტრამპს - მისი პირადი რუკის სატურნს ჯერ კიდევ აგვისტოში აკვადრატებდა ტრანზიტული მარსი, შემდგომ ჯერ სექტემბრის ბოლოს - ოქტომბრის პირველ რიცხვებში შეახსენებს თავს, მერე დეკემბის ბოლოში, თუმცა წლის ბოლოს ტრანზიტული ასპექტი უკვე დაშლილი იქნება და მხოლოდ ექოს მოუტანს იმ ამბებისა, რაც შემოდგომაზე ექნება...
ასევე საინტერესოა, რომ ოქტომბრის ბოლოს ეს ტრანზიტი გავლებას იქონიებს პუტინზეც, რადგან ამ დროს ტრანზიტული მარსი მის სატურნს ჩაუდგება ოპოზიციაში, თუმცა შესაძლოა არც არაფერი მოხდეს, ვინაიდან, როგორც ამბობენ, მისი დაბადების თარიღი შეცვლილიაო... ვფიქრობ, ეს ასპექტი შესაძლოა შეეხოს სააკაშვილსაც, ვინაიდან მას აქვს სატურნისა და მარსის რეცეპცია, და მას ალბათ გარკვეული სიფრთხილის გამოჩენა მოუწევს. ანალოგიურად, ამ ორი პლანეტის რეცეპცია აღენიშნება ინგლისის დედოფალ ელისაბედსაც. შესაძლოა მის მიმართ გამოთქმული სერიოზული პროტესტეი მოვისმინოთ. უსათუოდ იქონიებს გავლენას ალექსანდრე ლუკაშენოზეც, თუმცა გაცილებით იოლი ფორმებით, რადგან მის პირად რუკაში მარსსა და სატურნს ჰარმონიული ასპექტი აკავშირებთ", - წერს ასტროლოგი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე