რეზონანსი
31.08.2020

ვინ არის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი, რომლის ირგვლივ მითქმა-მოთქმა არის ატეხილი. ოჯახისა და ადვოკატის მტკიცებით თემურ ჭანუყვაძე 23 წლის პროგრამისტის შეყვარებული იყო. თუ რას წერს ჩვენებაში ის, "კვირის პალიტრასთან" ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ისაუბრა: 

"თამუნას შეყვარებულის ჩვენებაც მაქვს წაკითხული. მათ ორწელიწად-ნახევარი უყვარდათ ერთმანეთი. თემუკა თამუნაზე 1-2 წლით უფროსია, ისიც პროგრამისტია, ერთ უნივერსიტეტში სწავლობდნენ. მისი ჩვენება რომ წავიკითხე, აღვფრთოვანდი. მისი ჩვენებით დავრწმუნდი, რომ თამუნა მაგარი გოგო ყოფილა, მას ისე აღწერს, როგორც ფენომენურ ადამიანს. წარმოიდგინეთ, სტუდენტი, რომელიც ქირით ცხოვრობს თბილისში, საფრანგეთში რომ ჩავა გოგონასთან, როგორ ჰყვარებია.

ბიჭი გულნატკენია, რომ თამუნამ მის თავს კარიერა ამჯობინა. მისთვის ტრავმა იყო დაშორებაც, თამუნას გარდაცვალებაც და როგორც ღირსეული მამაკაცი, არაფერზე ლაპარაკობს", - აღნიშნა რამიშვილმა.

წყარო: კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×