რეზონანსი
31.08.2020

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც კარანტინს რამდენიმე დღეში დატოვებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს ადანაშაულებს და ამბობს, რომ გამყრელიძემ ჯიგრულ პონტში ახლობლის შვილს და მის მთელ ოჯახს კარანტინი აარიდა.

როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი „ტვ პირველთან“ ჰყვება პირები, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ არიან დაახლოებულები კარანტინს არ გადიან.

„ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები ახერხებენ, კარანტინისთვის თავის არიდებას. კეთდება ვითომ სამუშაო ვიზა, რომლის წყალობით კარანტინისთვის გვერდის ავლა ხდება. ჩავიდნენ მოსკოვში, ქორწილი მოიარეს, ჩამოვიდნენ და გაიკეთეს ტესტირება და კარანტინს გვერდი აუარეს“, – აცხადებს ჟურნალისტი.

ნანუკა ჟორჟოლიანი ვერ ასახელებს ოჯახის ვინაობას, რადგან მისი თქმით, ნაცნობები და ახლობლები არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×