
„ინაშვილი მმართველ გუნდს ჯერ-ჯერობით სახელების დონეზე უპირისპირდება და არ მთლიანად პარტიას. თუ „პატრიოტთა ალიანსსა“ და „ოცნებას“ შორის ხიდი საბოლოოდ ჩატყდა, „ოცნებას“ არა მხოლოდ მთავრობის ფორმირებისას, არამედ პარლამენტში შემდგომი მუშაობის დროს მოკავშირედ არავინ ეყოლება“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებას პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ბათუმში „პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო ბანერების კრიტიკასთან დაკავშირებით.
„ბანერების წარმომავლობა ჯერ კიდევ გასარკვევია, მაგრამ დამაფიქრა მწვალებლების პარტიების აბობოქრებულ კომენტარებს ასე სინქრონულად რომ გამოეხმაურა კობახიძე, მდინარაძე... მოკლედ, დიდი ერთობა ჰქონდათ დღეს კობახიძეს, მდინარაძეს, სამადაშვილს, ხოშტარიას. არ გამიკვირდება კობახიძე, მდინარაძე, ბოკერია, სამადაშვილი ახლა ერთად რომ ისხდნენ და მზაკვრობას გეგმავდნენ“, - აცხადებს ირმა ინაშვილი.
„ყველაფერ ამას ჯერ-ჯერობით მხოლოდ ემოციური ელფერი დასდევს. გაუგებარი სიტუაციაა. იმ მყისერი რეაქციიდან, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებთი მოხდა, არ არის გამორიცხული, ვიღაცას მართლაც აწყობს „ოცნებასა“ და „პატრიტთა ალიანსს“ შორის დაპირისპირება.
„პატრიოტთა ალიანსი“ და მისი ლიდერი ირმა ინაშვილი ყოველთვის მკაფიოდ აკრიტიკებდა სააკაშვილ-ბოკერიას, „ოცნების“ მიმართ კი მისი კრიტიკა იყო მოზომილი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ინაშვილი ჯერ-ჯერობით სახელების დონეზე უპირისპირედბა და არ მთლიანად პარტიას. თუ ამ სცენარით განვითარდა მოვლენები და „პატრიოტთა ალიანსაა“ და „ოცნებას“ შორის ხიდი საბოლოოდ ჩატყდა, „ოცნებას“ არა მხოლოდ კაბინეტის ფორმირებისას, რომელიც ჯერ გაურკვეველია, არამედ პარლამენტში შემდგომი მუშაობისას მოკავშირე არავინ ეყოლება, სიტუაციური მოკავშირე.
„შეიძლება ნაჩქარევი იყო „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის კომენტარები. მათი ნაბიჯები არაერთხელ ყოფილა წამგებიანი „ოცნებისთვის“ და არც ახლა შეიძლება იყოს გამონაკლისი“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რამაზ საყარაელიძემ.