რეზონანსი
31.08.2020

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს მოუწოდებს, საზოგადოებას თავიანთი პლატფორმების უკეთ გაგებაში დაეხმარონ.

მან მან პოლიტიკურ პარტიებს ასევე მოუწოდა, საარჩევნო რეფორმის ეფექტური და სრული განხორციელება უზრუნველყონ, რამაც ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უნდა შეუწყოს ხელი.

"აუცილებელია, კანონმდებლობა ზედმიწევნით აღსრულება იმისთვის, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა და ძალაუფლების გადამეტება არ მოხდეს, რაც ფიქსირდებოდა წარსულში, ეს ძალინ მნიშვნელოვანია. უნდა მოხდეს ყველა ზომის მიღება, რაც უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან არჩევნებს. საარჩევნო კამპანია, როგორც ხედავთ, დაწყებულია და უკვე საკმაოდ დაძაბული რიტორიკაა შესამჩნევი. მოვუწოდებ ყველა პარტიას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს, საზოგადოებას უკეთ გააგებინონ, როგორია მათი პლატფორმები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკის გაჯანსაღების გეგმა კოვიდ პანდემიის შემდეგ. ეს არის ის საკითხები, რომლის საფუძველზეც ამომრჩეველი უნდა წავიდეს არჩევნებზე და გააკეთოს კარგი არჩევანი საქართველოს მომავლისთვის,"-განაცხადა კელი დეგნანმა.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×