რეზონანსი
31.08.2020

სოციალური ქსელის მომხმარებელი ბათუმში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. გიორგი თვალიაშვილი იმ მდგომარეობას აღწერს, რაც მისი თქმით, ზღვის სანაპიროზეა და დამსვენებლებს აფრთხილებს.

„ფრთხილად იყავით ზღვის სანაპიროზე...

უამრავი შპრიცი გდია სანაპიროზე, ხშირად თავღია, თან ნემსი იმგვარად აქვს რომ ადვილად შეიძლება შეერჭოს ვინმეს.

რასაც ფოტოებში ხედავთ დაახლოებით 5-7 წუთში შევაგროვეთ 30-40 მეტრის მანძილზე...

გაუფრთხილდით საკუთარ თავებს და იზრუნეთ სხვებზე!

ამავდროულად, ყველამ მცირე წვლილი მაინც რომ შევიტანოთ სხვებზე ზრუნვაში მსოფლიო უკეთესი გახდება...

უსაფრთხო და ჯანმრთელ დასვენებას გისურვებთ!!!

ფოტოები გადაღებულია ბათუმში, კოვიდწლის, 29 აგვისტოს", - წერს თვალიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×