
ლევან თოფაძეს დანით მძიმე ჭრილობები ჰქონდა მიყენებული და კლინიკიდან რამდენიმე დღის წინ გაწერეს, თუმცა ხერხემალთან მიყენებული ჭრილობის გამო, მას ფეხის მოძრაობა უჭირს, ამიტომ ოჯახი გეგმავს სამკურნალოდ ისრაელში, ან გერმანიაში წაიყვანოს.
გოგი თოფაძის განცხადებით, ლევან თოფაძე ახლა თავს კარგად გრძნობს და უკვე დამოუკიდებლად გადაადგილებაც შეუძლია. თუმცა საზღვარგარეთ სამკურნალოდ ჯერ კიდევ ვერ მიჰყავთ.
"ლევანი ნორმალურად არის. დადის უკვე ყველგან. ახლა წყნეთშია აგარაკზე. ველაპარაკე უცხოეთში ექიმებს და მითხრეს, უნდა დავაკვირდეთ, ამიტომ თვენახევარი არსად არ ჩამოიყვანოო. ვერც ჩავიყვან ახლა, აბა როგორ ჩავიყვანო. აკვირდებიან ექიმები, ყველაფერი ნორმალურად მიდის, მაგრამ ხერხემალთან ძალიან ახლოს აქვს მიღებული დაზიანება, არ შეუძლია ახტეს, დახტეს ან ივარჯიშოს, ამიტომ ყველა ვარიანტში წავიყვან თვენახევრის შემდეგ ან ისრაელში, ან გერმანიაში", - განაცხადა გოგი თოფაძემ.
იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე