რეზონანსი
31.08.2020

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ "მთა­ვა­რი არ­ხის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტე­ბი", არ­ხის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა "წე­რი­ლი მო­მავ­ლი­დან", რო­მე­ლიც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დამ­საქ­მე­ბე­ლი კომ­პა­ნია ZAG-ის ტექ­ნი­კურ მე­ნე­ჯერ ნიკა გე­ჯა­ძეს გა­უგ­ზავ­ნეს. იყო ეჭვი, რომ წე­რი­ლი შე­საძ­ლოა თა­მუ­ნას და­წე­რი­ლია, თუმ­ცა მას­ში მოყ­ვა­ნი­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი უზუს­ტო­ბე­ბის გამო ნი­კო­ლოზ გე­ჯა­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ ის თა­მა­რის და­წე­რი­ლი არ არის.

ნიკა გვა­რა­მი­ას შე­კი­თხვა­ზე, რა ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­თან, ნიკა გე­ჯა­ძე პა­სუ­ხობს: "მხო­ლოდ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი, მე მისი პი­რა­დი თით­ქმის არა­ფე­რი ვი­ცო­დი. თა­მარ­თან რო­გორც სხვა თა­ნამ­შრო­მელ­თან, ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და".

წყა­როს რწმუ­ნე­ბით,"დად­გე­ნი­ლია, რომ წე­რი­ლის ავ­ტო­რი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლია. ად­რე­სა­ტის სა­ხელ­ზე არ­სე­ბობს სხვა წე­რი­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც და­თა­რი­ღე­ბუ­ლია 2030, 2040 და ა.შ. წლე­ბით და რო­მელ­თაც ნიკა გე­ჯა­ძე მო­მა­ვალ­ში მი­ი­ღებს."

"კვი­რის პა­ლიტ­რამ" სცა­და კომ­პა­ნია "ZAG-ის მე­ნე­ჯერ ნი­კო­ლოზ გე­ჯა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბა, თუმ­ცა გა­ირ­კვა, რომ ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ზე უარს ამ­ბობს.

ქეთი მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი, კომ­პა­ნია "ZAG-ის" ად­ვო­კა­ტი:- ჩვენ მი­ვა­წო­დეთ გა­მო­ძი­ე­ბას ის წე­რი­ლი. ვერ გე­ტყვით, სა­ი­და­ნაა გა­მოგ­ზავ­ნი­ლი და ვი­სია. თა­მუ­ნას გა­მოგ­ზავ­ნი­ლი რომც იყოს, ფაქ­ტია, ამ წე­რი­ლის მი­ღე­ბის შემ­დე­გაც თა­მუ­ნა სამ­სა­ხურ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იქ­ცე­ო­და.

წე­რი­ლის ავ­ტო­რი რომ თა­მუ­ნა არ იყო, იმან მა­ფიქ­რე­ბი­ნა, რომ მას­ში უზუს­ტო­ბე­ბი იყოო, ეს გე­ჯა­ძის სი­ტყვე­ბია. ამიტომაც, არ უფიქ­რია ნი­კას გა­დაჭ­რით, რომ წე­რი­ლი თა­მუ­ნას გა­მოგ­ზავ­ნი­ლი იყო. მას­ში ევ­რო­პა­ში ყოფ­ნის ერთი წე­ლია ნახ­სე­ნე­ბი, არა­და, თუ არ ვცდე­ბი, თა­მუ­ნა 3-4 თვეს იმ­ყო­ფე­ბო­და საფ­რან­გეთ­ში. იქ მოყ­ვა­ნი­ლი ნი­უ­ან­სე­ბი მათ ურ­თი­ერ­თო­ბას არ ასა­ხავს. წე­რილ­ში იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბია მოყ­ვა­ნი­ლი, გრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ავ­ტო­რი ისეთ ადა­მი­ანს სწერს, რო­მელ­თა­ნაც გამ­ხე­ლი­ლი აქვს თა­ვი­სი გრძნო­ბა, თით­ქოს მათ შო­რის რა­ღაც ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა არ­სე­ბობ­დეს და ამის შე­დე­გად პრე­ტენ­ზი­ე­ბი უნდა ჰქო­ნო­და. მქონ­და ეჭვი, ნი­კას ვინ­მე სხვამ ხომ არ მის­წე­რა - აქეთ დეა იყო, იქით ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძე გა­მოჩ­ნდა და ვი­ფიქ­რე, მას ხომ არ ეგო­ნა, რომ თა­მარს ნი­კას­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და მან მის­წე­რა-მეთ­ქი. წე­რი­ლი თა­მუ­ნას და­წე­რი­ლი არა მგო­ნია, აბ­სურ­დია. სამ­სა­ხუ­რის იქით მას და ნი­კას არა­ფე­რი აკავ­ში­რებ­დათ, ამი­ტო­მაც გაჩ­ნდა ეჭვი წე­რი­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე.

სრულად იხილეთ: ამბები.ჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×