რეზონანსი
01.09.2020

29 ივნისს თბილისში ახალგაზრდა მამაკაცმა 24 წლის ვიზაჟისტის, სევა შამოიანის დაწვა სცადა. გოგონა საავადმყოფოდან გუშინ ხელწერილის საფუძველზე გაწერეს და ახლა რეაბილიტაციის კურსს ბაკურიანში გადის.

„პრაიმტაიმი" სევას დაუკავშირდა, ახალგაზრდა გოგონამ ჯანმრთელობის მდგომარეობის, ინციდენტის ღამის და ე.წ. შეყვარებულის შესახებ დეტალურად ისაუბრა.

რა ურთიერთობა გქონდათ ბიჭთან, რომელმაც ბენზინი გადაგასხათ?

„ეს ბიჭი ჩემი შეყვარებული არ იყო. საერთოდ გაწყვეტილი მქონდა მასთან ურთიერთობა. ამ შემთხვევამდე, ათი დღით ადრე გამოჩნდა, ჯერ მომიკითხა, ადამიანურად ვუპასუხე, შეხვედრა მთხოვა, ვუთხარი, არ მცალია, ზღვაზე მივდივარ გოგოებთან ერთად-მეთქი, ეს არ მოეწონა და აქედან დაიწყო ყველაფერი.“

რა მოხდა იმ ღამეს, როცა ბენზინი გადაგასხათ გახსოვთ?

„მომატყუა მანქანაში ბენზინი გამითავდა ვიყიდოთო და ჩემი ფეხით გავყევი ბენზინის საყიდლად. წერეთელზე ჩავედით, ხუთლიტრიანი „ბალონით" იყიდა ბენზინი და ჭიშკართან როცა მოვედით გადამასხა. სანამ ბენზინს გადამასხამდა, ჯერ დამარტყა, ვუთხარი არაკაცი ხარ, როგორ იქცევი-მეთქი და როგორც კი შევედი ეზოში ცეცხლი მომიკიდა. ყველაფერი მახსოვს.“

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×