რეზონანსი
01.09.2020

წალენჯიხაში თხილით დატვირთული ტრაქტორი გადაბრუნდა და ხალხი ქვეშ მოიყოლა. ინციდენტის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"მთავარის" ინფორმაციით, თხილით დატვირთული ტრაქტორი ფერდობზე ადიოდა, რა დროსაც მას საბურავი მოძვრა და გადაბრუნდა.

"ჩვენს კლინიკაში შემოსული იყო 5 პაციენტი. 2 მათგანი ზუგდიდის ჰოსპიტალში განაგრძობს მკურნალობას, 2 კი ჩვენთან რჩება დაკვირვების ქვეშ. მათი მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა წალენჯიხის საავადმყოფოს ექიმმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×