რეზონანსი
01.09.2020

საქართველოში დღეს კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების ახალი კერა ბათუმშია. დახურულია ცნობილი საკონდიტრო "დონა". კურიერის ინფორმაციით, იქ ინფიცირებულია 9 ადამიანი, რის გამოც 30 თანამშრომელი იზოლაციაში იმყოფება.

ამის გარდა დღეს COVID-19 დაუდასტურდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელსაც, შედეგად 38 ადამიანი კარანტინში გადაიყვანეს.

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, სადაც კორონავირუსი 4 თანამშრომელს გამოუვლინდა, ადგილზე ათეულობით დასაქმებულის მონაცემების გადამოწმება მოხდა და არცერთს ვირუსი არ დაუდასტურდა. ლაბორატორიაში გაიგზავნა პარტიის ხელმძღვანელების მონაცემებიც და პასუხები უარყოფითია.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება და ამ დროისთვის 1,510-ია, გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი 83%-ია. ამ მონაცემების ფონზე, იქნება თუ არა საჭირო ზომების გამკაცრება და დამატებითი რეგულაციების ამოქმედება - ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მერყევი სტატისტიკური მონაცემები საგანგაშო არ არის და ეპიდსიტუაცია ჯერ სტაბილურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×