რეზონანსი
01.09.2020

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს - ამის შესახებ თეა წულუკიანმა განაცხადა, სამადლობელი სიტყვა თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას საჯარო რეესტრის ახალი ოფისის გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას მიუძღვნა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მე აქ ვარ ნამდვილად გულწრფელი და ეს არ არის პროტოკოლური მადლობა, რადგან მას შემდეგ, რაც ის გახდა მთავრობის მეთაური, მეც და თითოეული იუსტიციელიც მის მხარდაჭერას ვგრძნობთ. მხარდაჭერა რაში უნდა გამოიხატებოდეს სამინისტროსადმი – ეს არის სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ შემდეგ გვიადვილებს ხოლმე იმ დიდ შრომას, რომელსაც ვეწევით და ამიტომ, დიდი მადლობა ამისთვის“ – ამბობს წულუკიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×