რეზონანსი
02.09.2020

მირიან ყარაულაშვილი მიმართვას აქვეყნებს, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ცხოვრების  შესახებ, შესაძლო ვერსიების საჯაროდ გავრცელებას ეხება:

“ტრანკვილიზატორების და მასტიმულირებელი პრეპარატების არასამკურნალო მიზნებით მოხმარება;

ოჯხის წევრებისა და განსაკუთრებით მშობლებისგან მალული ცხოვრების წესი (პირადი საბანკო ანაბრების, სამსახურის გასაიდუმლოების ისტორიები);

– ლესბი ორიენტაცია;

– მინიმუმ ოთხი სასიყვარულო პარტნიორი (თუნდაც სხვადასხვა დროს);

– სასურველ პარტნიორზე მორალური ძალადობა ანონიმური წერილების საშუალებით;

– ჰაკერობა (სხვის პერსონალურ ქსელსა და მოწყობილობებში უსანქციო შეღწევა);

– უცხო პირთა შანტაჟი პირადი ინფორმაციის ხელში ჩაგდების გზით;

– პორნოპროვაიდერობა;

– არალეგალური საბანკო ტრანზაქციების განხორციელება (განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ამ სფეროში);

– იარაღით ვაჭრობის ბაზარზე ფინასური ტრანზაქციების განხორციელება ( განსაკუთრებით მძიმე დანაშაული-საქართველოს ს/ს კოდექსით);

დარჩა კიდევ განა რაიმე მორალური ან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული თუ ცოდვა, რომელიც იმ საცოდავ გოგოს იმ სუპერახალგაზრდა ასაკში არ წამოკიდეს მისმა ოჯახის წევრებმა და მათმა მეგობარ-კეთილისმსურველებმა? რას აკეთებთ, რას!”– წერს მირიან ყარაულაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×