რეზონანსი
02.09.2020

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ალში მდებარე ერთ-ერთი ჭის გასაწმენდად ჯერ 28 წლის მამაკაცი ჩავიდა, ცოტა ხანში ის შეუძლოდ გახდა და დახმარება ითხოვა, დასახმარებლად ჭაში მისი ძმა, 33 წლის კაციც ჩავიდა და ისიც შეუძლოდ გახდა. ადგილზე მისულ სასწრაფო და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებს ძმები უკვე გარდაცვლილები დახვდათ.

ჭა, რომელშიც უბედური შემთხვევა მოხდა, ამჟამად დალუქულია. ადგილობრივების თქმით, 6-მეტრიან ჭაში, წყალი ერთ მეტრამდე იყო, ეს ჭა იმავე ძმების მიერ იყო ამოთხრილი.. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი ძმები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მცხოვრებლები არიან.

,,ჩემო საამაყო მაზლისშვილებო. ვაი თქვენს დედას, ჩემს ფერიდეს... ჯერ ისედაც უთქმელი ახლა სულ დაამუნჯეთ. ჩემო ვაჟკაცებო, მიწამ როგორ უნდა მიგიღოთ, ჩემო პატარა ბიჭებო, თქვენ სულს ვენაცვალე ჩემო ჭკვიანო და პატიოსანო შვილებო, მოგიკვდეთ ძალო, ჩემ ხელში დაზრდილო შვილებო", - წერს გარდაცვლილების ნათესავი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×