რეზონანსი
02.09.2020

„კურიერის“ მიერ მოპოვებულ დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა, რომელზეც, ჩვენების მიხედვით, პატიმრობაში მყოფმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა თანამესაკნესთან ისაუბრა.

საუბარია დეტალებზე, როგორიცაა შაქარაშვილის ჩანთა, ნიკა ჟვანიას ხელკეტი და დაზიანებები, რომელიც გარდაცვლილს ჰქონდა. ჩვენება 14 აგვისტოთი თარიღდება, ნიკა ჩიტიძე, რომელიც რევაზიშვილის თანამესაკნეა, ჰყვება 18 ივნისის ღამის დეტალებს, რომლის შესახებ მას რევაზიშვილმა უამბო.

„ავედით ცენტრალურ გზაზე, არაგვის ხიდთან დავინახეთ 3-4 ბიჭიო. მათ დანახვაზე ვახტანგ ჩიქოვანმა იყვირა, ესენი არიან ამათი დედა… მძღოლის გარდა ყველანი გადავედით მანქანიდან და გავიქეცით იმ ბიჭების მიმართულებითო. ისინი ჩვენ დანახვაზე გაიქცნენ, გადაჭრეს გზა და ხიდის ქვემო ჩასასვლელისკენ გაიქცნენო. ჩვენც იმ ადგილას რომ მივუახლოვდით შევამჩნიე, რომ ერთ-ერთი ბიჭი იქვე ბუჩქებში იმალებოდა და მე ამ ბიჭთან დავრჩი. …

დევნის დროს ერთი ბიჭი არაგვის ხიდის ქვეშ გამავალი გზისკენ გაიქცა. … მას უკან მიყვნენ, აჩო გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დაახლოებით 15 -20 წუთის შემდეგ ისინი უკან დაბრუნდნენ და თქვეს, რომ დედა მ*** ამის შემდეგ ჩვენ ჩავსხედით მანქანაში და წამოვიყვანეთ თბილისის მიმართულებითო. მანქანაში ძალით ჩავსვით ამირხანაშვილი, თუმცა არ გვიცემია.

აჩო გაგნიძემ მას სიტყვიერად ჩხუბი და გინება დაუწყო, რაზეც ამირხანაშვილმა უთხრა, მე არაფერ შუაში ვარო, ამირხანაშვილი შეშინებული იყო, გზაზე რამოდენიმეჯერ პირჯვარი გადაიწერა. …შემდეგ, გაგნიძემ მანქანაში მოჰყვა, რომ დავეწიეთ იმ ბიჭს, ჯერ ხელის გულები დავარტყიო, ორივე თვალის მიდამოში და თავი ჩავარტყი სახეში. შემდეგ, მუშტი ჩავარტყი და ტუჩი გაუსკდაო, ამის შემდეგ ბიჭი წაიქცა და ვახტან ჩიქოვანმა, ზ.ხ.-მ ა.ქ.-მ და მე წიხლები ვურტყითო.

აჩო გაგნიძეს უთქვამს, რომ ცემის პროცესში ბიჭი გაგვექცა მდინარისკენო, უკან მიყოლიან ყველანი, რა დროსაც მდინარეში გადაგვივარდა ეს ბიჭი და დედა მ*** და დაიხრჩოო,”- წერს რევაზიშვილის თანამესაკნე ჩიტიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×