რეზონანსი
02.09.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, არ უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოში კორონავირუსი დავამარცხეთ და რეკომენდაციების დაცვა გავაგრძელოთ, ვინაიდან, მისი თქმით, არაერთი დაკვირვება აჩვენებს, რომ ქვეყანაში ვირუსი ცირკულირებს.

"38, 30 თუ 25 ახალი შემთხვევა სრულად მართვადია საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის. მაგრამ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ ჩვენ, ქართველემა დავამარცხეთ კორონავირუსი. ინფექცია არ დაგვიმარცხებია, ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში. ამაზე ბევრი კვლევა და ბევრი დაკვირვება მიუთითებს. თუ არ დავიცავთ იმ ელემენტარულ რეკომენდაციებს, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ და თავიც მოვაბეზრეთ მოსახლეობას - პირბადის, დისტანციის დაცვის, ხელების ხშირი დაბანის, სანიტარული პირობების დაცვის და დიდი არშეკრებების შესახებ, რასაც, სამწუხაროდ, უკვე არ იცავს მოსახლეობის უმრავლესობა მაღაზიებში, დახურულ სივრცეებში და ა.შ, დადგება ფართომასშტაბიან გავრცელების საშიშროება". - თქვა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×