რეზონანსი
02.09.2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ნომერ მეშვიდე ყვითელი ავტობუსის ხაზზე კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„ბათუმში გამოგვივლინდა ახალი შემთხვევა, საუბარია ე.წ. ნომერ მეშვიდე ყვითელი ავტობუსის ხაზზე, რომელიც მოძრაობს ხელვაჩაური-ბათუმის მიმართულებით. მინდა, ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, ვისაც ამ კონკრეტულ სამარშრუტო ხაზთან შეხება ჰქონდა, ყველამ მიმართოს იმ კონკრეტულ წერტილებს, რომლებიც მოქმედებს ბათუმში", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×