რეზონანსი
02.09.2020

თერჯოლაში 11 წლის გარდაცვლილი მოზარდის, ავთო აბჟანდაძის ბებია, როზა ბოგვერაძე ჟურნალ "სარკესთან" ამბობს, რომ მისი სიძე ცოლზე როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად სისტემეტურად ძალადობდა. ის ჰყვება რომ ქალიშვილი 15 წლის ასაკში გათხოვდა და ამის შემდეგ, ქმარი მასზე როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად ძალადობდა"

"ჩემს სიძეს სადისტური თვისებები ჰქონდა, სხვისი დამცირებით და ფიზიკური ძალადობით კმაყოფილდებოდა. ჩემი ქალიშვილი რამდენჯერ ისე გაულახავს, ფეხზე ვერ დგებოდა. რატომ არ აკავებდნენ ჩემს სიძეს სამართალდამცავები, არ ვიცი. იმას გეუბნებით,  წლების წინ რაც ხდებოდა. მერე ჩემი შვილი საბერძნეთში წავიდა – ეს იყო 10 წლის წინ.

მეუღლე ვეღარ სცემდა, გოგოებს კი ეჩხუბებოდა, მაგრამ პოლიციას აღარ ვეუბნებოდით. სამართალდამცველებიც აღარ რეაგირებდნენ ამ კაცის სადისტობაზე, ყველა შეეჩვია. მეზობლებმა მითხრეს დავიღალეთ. პოლიცია რამდენჯერაც გამოვიძახეთ, იმდენჯერ გაარკვია ვინ დარეკა ცხელ ხაზზე, ჩვენც ოჯახები გვყავსო. ჩემი სიძე მათთან სახლში მივარდნილა და ოჯახები დაურბევია. აუტანელი კაცი იყო. ჩემი შვილი სანამ საბერძნეთში წავიდოდა, ეკლესიაში თმით გადათრია და დააფიცა, ხატთან შემფიცე, რომ რასაც იშოვი, ყველაფერს სახლში გამოაგზავნიო" , -განაცხადა როზა ბოგვერაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×