რეზონანსი
02.09.2020

თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე, ანუკი არეშიძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს დედამისმა ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისი“ დატოვა, სადაც დღეს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.

მისი თქმით, დედამისი ექიმების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იმყოფება და როგორც ყველა მისი კოლეგა, რჩება სასტუმროში ინსტრუქციის სრული დაცვით.

„ტყუილია!!!! გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს დედაჩემმა დატოვა სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ ტერიტორია. დედა იმყოფება ჩაქვში, ექიმების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე და როგორც ყველა მისი კოლეგა, რჩება სასტუმროში ინსტრუქციის სრული დაცვით“, – წერს ანუკი არეშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×