რეზონანსი
02.09.2020

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებზე საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა პოზიტიური ნაბიჯი იქნება.

როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნება საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკურ პროცესს თავდაყირა დააყენებს და ყველას გამოაფხიზლებს.

„მიმაჩნია, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა ორივე შემთხვევაში პოზიტიური იქნება, არჩევნებამდეც და არჩევნების მერეც. მისი ჩამოსვლა არჩევნებამდე ნიშნავს პოლიტიკური პროცესის თავდაყირა დაყენებას, გარკვეული „ექშენის“ შემოტანას პოლიტიკურ პროცესში და ბუნებრივია, ყველა ჩვენგანისთვის უფრომეტად გამოფხიზლებას და სწორი სტრატეგიის აწყობას. მისი ჩამოსვლა არჩევნების შემდეგ, აღარ იქნება ისეთი ეფექტის მატარებელი როგორც პირველ შემთხვევაში, მაგრამ ასევე გამოაფხიზლებს პოლიტიკურ სპექტრსაც და ოპოზიციასაც.

მისი არჩამოსვლაც ასევე კარგი იქნება იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაჩუმდება „ქართული ოცნება“ და აღარ ექნება ის რიტორიკა, რომელიც აქვს“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

რაც შეეხება სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობას, ოქრუაშვილის განცხადებით, აღნიშნული არარეალურია, რადგან მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×