
მიმდინარე წლის აგვისტო საქართველოში მიწისძვრების სიხშირით გამოირჩეოდა. ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში 6 მიწისძვრა მოხდა.
11 აგვისტო - საქართველოში მიწისძვრა თბილისის დროით 23:21 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ როდიონოვკასთან (ფარავანი) იყო. მიწისძვრის სიდიდე 3.4 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.
12 აგვისტო - საქართველოში, სოფელ ფარავანთან მიწისძვრა განმეორდა. ბიძგები თბილისის დროით 23:57 საათზე, სოფელ ფარავანთან დაფიქსირდა, შედარებით მცირე სიდიდით - 3.2 (ML) მაგნიტუდა.
12 აგვისტო - თბილისის დროით 11:31 საათზე, ოკუპირებულ აფხაზეთში, მიწისძვრა მოხდა.
ეპიცენტრი ქალაქ ტყვარჩელთან 31 კილომეტრში, სოფელ მარჯვენა პტიშში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.7 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
16 აგვისტო - მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ტყიბულთან იყო.
მიწისძვრა თბილისის დროით 02:31 საათზე მოხდა და მისი სიმძლავრე 3,3 მაგნიტუდა იყო.
18 აგვისტო - მიწისძვრა თბილისის დროით 15:50 საათზე დაფიქსირდა.
3.8 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ჯავასთან დაფიქსირდა.
25 აგვისტო - მიწისძვრა ყვარელთან მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.
28 აგვისტო - მიწისძვრის ეპიცენტრი თიანეთიდან ჩრდილოეთით 30 კმ-ში, სოფელ ახადთან იყო.
3,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 18:05 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის შესახებ ინფორმაცია სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა.
ცნობისთვის, მიწისძვრა საქართველოში, დღეს, 4 სექტემბერსაც მოხდა.
წყარო: report.ge