რეზონანსი
04.09.2020

უკრაინის საპატიო პატრიარქ ფილარეტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამჟამად ის მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის. „უნიანის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქო იუწყება.

„პატრიარქ ფილარეტს გეგმური ტესტირების დროს, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ამჟამად მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×