რეზონანსი
04.09.2020

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ნაცნობი, ბაჩანა ლობჟანიძე, ამბობს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრების მიუხედავად, მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერავს.

ლობჟანიძეს, მისი აზრის მთავრ არგუმენტად თამ ბაჩალიაშვილის ხასიათი და მათ შორის განხილული გეგმები მოჰყავს. ბაჩანა ლობჟანიძის თქმით, მან და თამარმა სამომავლო გეგმები დაისახეს და შეუძლებელი იყო თამარს თავი მოეკლა.

„თამარი ვერ შეძლებდა ვერანაირი წამლით თავისი თავი მიეყვამა, იმ ზომამდე რომ თავი მოეკლა. იმიტომ რომ ის ძალიან ფაქიზი და ნაზი იყო. ჩვენ ბევრ რამეზე შევთანხმდით და არანაირი საფუძველი არ ჰქონდა მას სუიციდი ჩაედინა“, - განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ „ფორმულას“ ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×