რეზონანსი
05.09.2020

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ტელევიზიაში ეპოდემიოლოგები დაიწყებენ პროტოკოლით დადგენილი სამუშაოების განხორციელებას.

თუ რა რეჟიმში განაგრძობს ტელევიზია მაუწყებლობას სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

ინფორმაციისთვის, კოვიდ- 19 პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა, კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა.

კორონავირუსი თავდაპირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. ინფექცია გამოწვეულია ვირუსის აქამდე უცნობი შტამით. კოვიდვირუსმა უკვე მოიცვა მსოფლიოს 210-ზე მეტი ქვეყანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×