რეზონანსი
05.09.2020

ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებული აფეთქების შედეგად დაშავებული 33 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმ ლევან ბესელიას განცხადებით, პაციენტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება.

„გუშინ აფეთქების შედეგად დაშავებული 33 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდომარეობა სტაბილურია, ჰემოდინამიკური პარამეტრები დასტაბილურდა. ჯერჯერობით მაინც მართვით სუნთაქვაზე რჩევა პაციენტი. ჭრილობები დამუშავებულია, დამწვრობის თვალსაზრისითაც მდგომარეობა სტაბილურია",- განაცხადა ექიმმა.

რაც შეეხება ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებულ დაშავებულს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ზოგადი ქირურგის, ადამ ადამიანის პაციენტს სჭირდება დინამიკაში დაკვირვება.

„ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს გულმკერდის პოლიტრავმით, მუცლის ღრუს დახურული ტრავმით, ნაფლეთოვანი ჭრილობებით კისრის და მარჯვენა ზედა კიდურის მიდამოებში. ჩატარდა სათანადო კვლევები. კერძოდ, თავის კომპიუტერიული ტომოგრაფია, მუცლის ღრუსა და გულმკერდის რენტგენოგრაფიები. 20:00 საათზე ჩაუტარდა ოპერაცია - ჭრილობების ქირურგიული დამუშავება, დაზიანებული კუნთების მთლიანობის აღდგენა, სანაცია, დრენირება, ფიქსაცია. მდგომარეობა შეესაბამება გადატანილ ოპერაციას, სტაბილურია, პაციენტი კონტაქტურია. პაციენტს ჯერჯერობით ესაჭიროება დინამიკაში დაკვირვება. სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ გაეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე", - განაცხადა ადამ ადამიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×