
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო მალე დაიბრუნებს კონტროლს ცხინვალის რეგიონზე და იქ მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე საქართველოს დროშა აღიმართება, რუსეთის ჩრდიო კავკასიის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის ყოფილი მეთაური, გენერალი ანატოლი ხრულიოვი გამოეხმაურა. ეს სწორედ ის გენერალი ხრულიოვია, რომელიც აგვისტოს ომის დროს საქართველოში შემოჭრილი რუსული არმიის ერთ-ერთი სარდალი იყო და ბრძოლაში დაიჭრა კიდეც.
ხრულიოვმა „რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნათელაშვილის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნების შესახებ საუბარი მის წინასაარჩევნო პოლიტიკურ კამპანიას უკავშირდება:
„ეს სხვა არაფერია, თუარა პოპულისტური განცხადება. არც 2008 წელს, არც ახლა ქართულ ჯარს არ აქვს იმის სამხედრო პოტენციალი, რომ სამხრეთ ოსეთში რუსეთის არმიას გაუწიოს წინააღმდეგობა.
„ეს არის პოპულისტური განცხადება, რომლითაც პოლიტიკოსი ამომრჩევლის მიზიდვას ცდილობს", - განმარტა თავისი მოსაზრება ყოფილმა სარდალმა.
ცნობისთვის, 3 სექტემბერს ლეობორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სამას მეტრში იმ ადგილიდან, სადაც ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებია განლაგებული, განაცხადა, რომ ტერიტორიების წართმევისთვისა და „მცოცავი ოპკუპაციის" გაგრძელებისთვის, რუსეთს „მილიარდიანი" სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს მთავრობამ.
„ძალიან მალე გამარჯვების დროშას ავაფრიალებთ აი იმ გორაკზე", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.