
„კლინიკების გადატვირთვა ან იქნება, ან არა, იმიტომ, რომ ამჯერად ალბათ სელექცია მოხდება. უწინ ნებისმიერი პაციენტი პირდაპირ სტაციონარში გადაჰყავდათ ხოლმე და ამ შემთხვევაში ალბათ სელექცია მხოლოდ მძიმე სიტუაციებზე მოხდება და ოჯახის ექიმებს ძალიან დიდი დატვირთვა ექნებათ, რომლებიც ვალდებული იქნებიან, რომ ასეთ (შედარებით მსუბუქ) პაციენტებს კონტროლი ბინაზე გაუწიონ."- ასე შეაფასა „რეზონანსთან" ინფექციონისტმა ირაკლი ხმალაძემ, მოსალოდნელი სიტუაცია, როცა წელს პირველად ჩვეულებრივი გრიპის სეზონი და კორონავირუსის ეპიდემია ერთმანეთს დაემთხვევა.
ამ დამთხვევასთან დაკავშირებით განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მისი თქმით, ეს შემოდგომა პირველი სეზონი იქნება, როცა გრიპი და კორონავირუსული ინფექცია ერთად იქნება.
გამყრელიძისვე თქმით, აღნიშნული ფაქტი ძალიან საფრთხილოა, რადგან „გრიპის კლინიკური სურათი და კოვიდის კლინიკური სურათი თითქმის იდენტურია და კლინიკური გარჩევა რთულია".
როგორც ხმალაძე აღნიშნავს, ინფექციების დამთხვევის დროს ნებისმიერი ვირუსული შემთხვევა პირველ რიგში კორონავირუსზე უნდა შემოწმდეს.
„ორივე ვირუსული ინფექციაა, ისინი ერთმანეთს ძალიან გვანან, ნებისმიერი ვირუსული ინფექცია პირველ რიგში კორონაზე უნდა შემოწმდეს. გართულებებსაც მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს. იმედია, ჯანდაცვის სისტემა წელს უფრო მომზადებული შეხვდება, ვიდრე შარშან. მანამდე იქნება ვაქცინაცია მოესწროს კიდეც და შესაბამისად, რაოდენობა ბევრად უფრო მცირე იქნება.
„კლინიკების გადატვირთვა ან იქნება, ან არა, იმიტომ, რომ ამჯერად ალბათ სელექცია მოხდება. უწინ ნებისმიერი პაციენტი პირდაპირ სტაციონარში გადაჰყავდათ ხოლმე და ამ შემთხვევაში ალბათ სელექცია მხოლოდ მძიმე სიტუაციებზე მოხდება და ოჯახის ექიმებს ძალიან დიდი დატთვირთვა ექნებათ, რომლებიც ვალდებულები იქნებიან, რომ ასეთ(შედარებით მსუბუქ) პაციენტებს კონტროლი ბინაზე გაუწიონ.
„მგონია, რომ განსაკუთრებული არაფერი მოხდება, ამისთვის ჯანდაცვის სისტემა ემზადება, ჩვენ ამისათვის დრო კიდევ გვაქვს, რომ მოვემზადოთ.
„მოსახლეობისთვის რეკომენდაცია ისაა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მსგავსი სიმპტომებისას ექიმს, ცხელ ხაზს მიმართონ, რომ კორონაზე ტესტირება მოხდეს. ამ დროისათვის მგონია, რომ ტესტების სამყოფი რაოდენობა იქნება, რათა კორონავირუსული ინფექციის „გაპარვა" არ მოხდეს და არ ვთქვათ, რომ გრიპია და ამ დროს კი კორონავირუსი იყოს, ესაა მთავარი. კორონავირუსული ინფექციით დაავადებულ ადამიანს მაინც გაცილებით მეტი ყურადღება სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ გრიპს.
„ხშირად კორონავირუსი როგორც ჩვეულებრივი გრიპი ისე იწყება, თუმცა ის განსხავებული სიმპტომები, როგორიცაა ხველა, ყნოსვის ნარის დაქვეითება, ჰაერის უკმარისობა გრიპოზულ ინფექციას არ ახასიათებს და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ და ასეთი პაციენტებზე ინფორმაცია ჯანდაცვის სისტემას აუცილებლად უნდა მიეწოდოს", - განაცხადა ხმალაძემ.