
შავი ზღვის თავზე, ნეიტრალურ სივრცეში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც 8 რუსული ავიაგამანადგურებელი 3 ამერიკულ ბომბდამშენს დაურიპისპირდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს და მომხდარის დეტალებსაც აღწერს.
მათი ცნობით, ინციდენტი 4 სექტემბერს მოხდა. საჰაერო კონტროლის რუსულმა საშალებებმა შავი ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენები B-52H Stratofortress-ები დააფიქსირეს. ამის შემდეგ, ჰაერში აფრინდა 8 რუსული ავიაგამანადგურებელი - 4 „სუ-27" და 4 „სუ-30".
რუსეთის ეროვნული თავდაცვის მართვის ცენტრი აღნიშნავს, რომ ავიაგამანადგურებლების ამოქმედებს გადაყვეტილება მიიღეს, რათა „არ დაეშვათ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავების მიერ რუსეთის საჰაერო სივრცის დარღვევა".
„ტასს-ის" ცნობით, რუსულმა 8 ავიაგამანადგურებელმა არ შემოუშვა ამერიკის შეერთებული შტატების ბომბდამშენი ნეიტრალურ წყლებში.
ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენები ბრიტანეთში მდებარე ფეირფორდის სამხედრო ბაზიდან მოფრინავდნენ. მათ ნიდერლანდების, გერმანიის, პოლონეთისა და უკრაინის საჰაერო სივრცეები გადალახეს, რის შემდეგეგაც ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულს მიუახლოვდნენ უკრაინის მხრიდან.
ეს იყო უკრაინის საჰაერო სივრცეში ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენების ყოფნის პირველი შემთხვევა. ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ამ ისტორიული მოვლენის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა. უკრაინის საჰაერო სივრცეში B-52-ებს უკრაინული „სუ-27" და „მიგ-29" მიაცილებდნენ. მათ პოლონეთ-უკრაინის საზღვრიდან აზოვის ზღვამდე იფრინეს და შემდეგ იმავე მარშრუტით უკან დაბრუნდნენ.