რეზონანსი
05.09.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 189 ადამიანს  ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ-19“ 36 პირს დაუდასტურდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 41 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. მათგან რვა ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა.

ჯამში, ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 502 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის 157 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×