
მირანდა ამბობს რომ, ქმარი ფრიდონ აბჟანდაძე საუბრისას დაემუქრა და თქვა, რომ თუკი ფულს არ გამოუგზავნიდა თავის შვილს ვეღარასდროს ნახავდა.
11 წლის ავთო მშობლების კომფლიქტის შემდეგ დედას დაეკონტაქტა და უთხრა, რომ ბიძასთან რჩებოდა და არაფერი ემუქრებოდა.
დედის ინფორმაციით, ბიძის სახლიდან მამამ ძალით გამოიყვანა.
აგრეთვე, აბჟანდაძე მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ შვილი ქმარმა მოუკლა, ამ ამბავს კი ბიძა ხელს აფარებდა.
მისივე ინფორმაციით, დედამთილი ერთადერთი თვითმხილველია, რომელმაც ბლის ხეზე ჩამოკიდებული 11 წლის ბავშვი ნახა. თუმცა ბებია, „ტვ პირველთან“ საუბრისას ამბობს, რომ ის ვერ ხედავს და შვილიშვილს ფიზიკურად ვერ დაინახავდა