რეზონანსი
05.09.2020

კორონავირუსი იქნება ბევრად უფრო რთული სამართავი, როდესაც ამას დაემატება გრიპის ეპიდემიის სეზონი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თამარ გაბუნიამ, განმარტა, რომ გრიპის სეზონი ახლოა, იწყება ოქტომბრის ბოლოდან და გასტანს დაახლოებით სამი თვე. „მოსახლეობამ უნდა დაიცვას ჰიგიენის ის წესები რომლისკენაც covid19-ის შემთხვევაში მოვუწოდებთ. მეორე თავდაცვის საშუალებაა, გრიპის ვაქცინაცია. სახელმწიფომ დაიწყო მუშაობა, რომ შემოვიტანოთ 135 ათასი დოზა გრიპის ვაქცინა მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, როგორც ამას ყოველწლიურად ვაკეთებთ. ვცდილობთ მოვიპოვოთ დამატებითი დოზები. გლობალურად გართულებულია გრიპის ვაქცინის მოპოვება, მაგრამ მიდის მუშაობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რომ 135 ათასი ვაქცინის ზემოთ, კიდევ დამატებითი დოზები იყოს ხელმისაწვდომი. რომ გაფართოვდეს ვაქცინაცია“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, ასევე მიდის მუშაობა პნევმონიის ვაქცინის შემოტანაზე იმ ჯგუფებისთვის, სადაც პნევმოკოკური პნევმონიის განვითარების რისკი მაღალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×