რეზონანსი
05.09.2020

ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ესტონეთს სტუმრად დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის ერთადერთი ბურთი ნიკა კაჭარავამ 32-ე წუთზე გაიტანა. ესტონეთთან მატჩის შემდეგ ნაკრები ჩარტერული რეისით თბილისში დაბრუნდება. ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას ვლადიმირ ვაისის გუნდი 8 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს.

ეს მატჩი დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრები D ლიგაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ C ლიგაში გადავიდა და მატჩებს 5 სექტემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით გამართავს. C ლიგის მეორე ჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქე ჯგუფში ესტონეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გარდა სომხეთის ნაკრებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×