
11 წლის გარდაცვლილი ბავშვის დედა დარწმუნებულია, რომ შვილი ქმარმა მოუკლა. მას ქმარი, ფრიდონ აბჟანდაძე საუბრისას დაემუქრა და თქვა, რომ თუკი ფულს არ გამოუგზავნიდა თავის შვილს ვეღარასდროს ნახავდა.
დედის ინფორმაციით, ბიძის სახლიდან მამამ ძალით გამოიყვანა.
„შვილი ქმარმა მომიკლა, ამ ამბავს კი ბიძა აფარებს ხელს“, - ამბობს "ტვ პირველთან" გამწარებული დედა.
მისივე ინფორმაციით, დედამთილი ერთადერთი თვითმხილველია, რომელმაც ბლის ხეზე ჩამოკიდებული 11 წლის ბავშვი ნახა.
23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 11 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. ფაქტზე 49 წლის კაცი, გარდაცვლილის მამა დააკავეს.