რეზონანსი
06.09.2020

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძაშვილი სალომე ონაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ნინი პეტრიაშვილის მიმართვას და წერს:

“ეს გოგონა ბრძანდება მკვლელი ვახო ჩიქოვანის ნათესავი, რომელიც კომენტარებში ანის “დასვენებას” განიხილავს თავის თანამოაზრეებთან ერთად. თუ ასე გაწუხებთ ეს თემა გაგერკვიათ იქნებ ჯერ რატომ იყო ჩემი მამიდაშვილი ბათუმში ჩასული. მალე იმასაც იტყვით, რომ გიო ჩვენ მოვკალით… არ გამიკვირდება.

ზუსტად ამიტომ ვიცოცხლებთ და დავდგებით იმაზე მაგრად, ვიდრე აქამდე, რომ პირველ რიგში თქვენს მკვლელ შვილებს არ ვაღირსოთ მზის სინათლე. ანიმ დღეს გაიცინა და შავებიც გაიხადა… ესეც დაწერეთ”.

ნინი პეტრიაშვილმა, რომელიც სალომე ონაშვილის თქმით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ვახო ჩიქოვანის ნათესავია, რამდენიმე საათის წინ, პირად გვერდზე ლინკი გააზიარა, სადაც წერია, რომ ანი შაქარაშვილი ბათუმში ისვენებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×