
ტრაგიკულად დაღუპული 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი და მისი ბიძა, მირიან ნიკოლაძე, ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობაში ბრალდებულთა საკნიდან გაჟღერებული „ფარული ჩანაწერების“ შემდეგ პოსტს ავცელებს.
ნიკოლაძე, იმ ადამიანებს მიმართვს, ვისაც საქმეზე დაკავებულები უდანაშაულოები ჰგონიათ.
ჩანაწერებიდან კონკრეტული ფრაზები მოჰყავს და ამბობს, რომ ამ მტკიცებულების შემდეგ, ადამიანები, რომლებიც მგლოვიარეებს ობიექტურებაში ეჯიბრებოდნენ სამუდამოდ უნდა გაჩუმდნენ.
„ახლაც დაიმართეთ ისტერიკები, რომ „უდანაშაულო“ ანგელოზები სხედან ციხეში.
ჩვენზე მეტად მგლოვიარეები და ობიექტურები ხომ იყავით და ახლა რევაზიშვილს და ხომასურიძეს შეეჯიბრეთ მკვლელობის დეტალების ცოდნაში, აბა, თქვენ იცით.
ფარული ჩანაწერირევაზიშვილი: „მე იმის მეშინოდა, ჩვენი დნმ-ი არ ამოსულიყო ჩანთაზე, თორემ პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა და აღარაფერი გვეშველებოდაო“.
არასრულწლოვანი ზ.ხ გიორგის ცემასა და მკვლელობაზე: „ვეხვეწებოდი ჩემებს დაანებეთ თავი, მაგრამ არ ჩერდებოდნენო“.
მუქარებზე, სამომავლო დანაშაულებზე და ანგარიშსწორებებზე აღარაფერს ვამბობ...მიდით, გაათეთრეთ მკვლელები თქვე ნაგავებო, დღეის შედეგ ხმა როგორღა უნდა ამოიღოთ!“
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე