რეზონანსი
06.09.2020

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების საკნებში, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გადაღებულ მასალას მტკიცებულებითი ძალა ექნება.

მისივე განმარტებით, ეს მასალა სასამართლოზე გამოდგება.

როგორც მან „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა, ეს საზოგადოებისთვის უფრო კარგი იყო, ლუსტრაციის თვალსაზრისით.

„საზოგადოება იბნევა იმის გარკვევაში, რეალურად, რასთან აქვს საქმე - ეს იყო ძალიან კარგი ლუსტრაცია, მათ დაინახეს, რომ ესენი არიან მკვლელები და ამაზე კითხვები აღარ არსებობს“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

დარჩა თუ არა კითხვები გამოძიებასთან, ამ კითხვაზე საპასუხოდ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, რომ 17 ადამიანი დაკავებული და მათგან უმრავლესობას მინიმუმ 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„5 პირი განზრახ მკვლელობისთვის არის ბრალდებული. კითხვები დამნაშავეებთან დაკავშირებით ამოწურულია. იმედია, წუხანდელის შემდეგ, საზოგადოებასაც აღარ ექნება კითხვის ნიშანი, თუმცა ჩემი მოსაზრებით, არსებობს ადამიანების გარკვეული წრე - ცრუ ჩვენება იქნება თუ ზეწოლა, ამაზე გამოძიების ფარგლებში მსჯელობა შეიძლება. მე რომ მკითხოთ, რამდენიმე ადამიანი კიდევ არის პასუხისგებაში მისაცემი, ოღონდ ამ დანაშაულის მიღმა, სხვა მოვლენებთან დაკავშირებით. რა პოზიცია ექნებათ სამართალდამცველებს, ამას ვერ გეტყვით“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×