რეზონანსი
06.09.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. მიმდინარე კვირას, მთლიანობაში, ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრომ 1076 ტესტირებულიდან, 187 დადასტურებული შემთხვევა გამოავლინა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის თამაზ წახნაკიას განცხადებით, დაავადებულთა უმეტესობა არიან ადამიანები, რომლებსაც უშუალო კონტაქტი გააჩნდათ უკვე დაინფიცირებულებთან.

„მინისტრის“ თქმით, ჯერ კიდევ აქტუალურია პრობლემა, რომელიც საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალს უკავშირდება. წახნაკიას ცნობით, ექიმები „სამინისტროს“ მიერ დამტკიცებული მორიგეობის გრაფიკით გუდაუთის საავადმყოფოში ერთ კვირას მუშაობენ, რის შემდეგაც, ორ კვირიან კარანტინში უწევთ გადასვლა.

მისი ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა რუსი ექიმების მეორე ჯგუფი, რომლებიც გუდაუთის საავადმყოფოში სექტემბრის ბოლომდე დარჩებიან, ვიდრე მათ რუსეთიდან ექიმების მესამე ჯგუფი შეცვლის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×