რეზონანსი
06.09.2020

ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ერთ მაგიდასთან 12 ადამიანის დასხდომა დასაშვები ხდება. აქამდე მოქმედი რეგულაციით ეს რაოდენობა ექვსით არის განსაზღვრული. „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ის რეკომენდაციები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის შეიმუშავა. ახალი წესები ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ხვალ გამოქვეყნდება. განკარგულებას ხელი უკვე მოეწერა. დახურულ სივრცეებში ექვსკაციანი შეზღუდვა ძალაში რჩება.

მოთხოვნები ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:

ღია სივრცეში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაგიდების და დასაჯდომი ადგილების ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით: მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაცული უნდა იყოს უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;

სკამების საზურგეებს შორის მანძილი - არანაკლებ 1 მეტრისა;

ერთ მაგიდასთან უნდა მოთავსდეს არაუმეტეს 12 მომხმარებელი;

დამატებით, გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;

იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი;

გამასპინძლებისას უნდა გამოიყენონ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;

სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;

უზრუნველყოფილი უნდა იყოს შენობების გარეთ მაგიდებსა და საფეხმავლო სივრცეს შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×