რეზონანსი
06.09.2020

გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ტყვიავთან ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა. მომხდარს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი, დავით მესხიშვილი ეხმაურება.

მესხიშვილის ინფორმაციით, საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გარდაცვლილი ბავშვის მამა იჯდა, რომელმაც 12 წლის შვილი კალთაში ჩაისვა, ავარიის დროს კი მოზარდი დაიღუპა.

„რამდენიმე საათის წინ გორში მოხდა: მამა არაფხიზელ მდგომარეობაში მიუჯდა საჭეს, თან 12 წლის შვილი კალთაში ჩაისვა, გააქანა ავტომობილი გორი-ტყვიავის გზაზე, ხეს შეახეთქა და მოკლა ბავშვი. ასეთია პირველადი ინფორმაცია. 90-იანებში ვართ გადაბარგებულები“, - წერს დავით მესხიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილით დაიწყო. რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×