რეზონანსი
06.09.2020

მე და ჩემს ოჯახის წევრებს არ დაგვიდასტურდა კორონავირუსული ინფექცია, თუმცა უსაფრთხოების წესები, როგორც მოწოდებული იყო ჯანდაცვის სამსახურების მიერ, რა თქმა უნდა, ჩემ შემთხვევაშიც, ისე როგორც სხვა მოქალაქეების შემთხვევაში, სავალდებულოა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფება, „იმედის კვირას“ განუცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული რამდენად შევძლებთ ქვეყანაში კოვიდინფექციის დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნებას.

„თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული რამდენად შევძლებთ ქვეყანაში კოვიდინფექციის დაბალი მაჩვენებელი შევინარჩუნოთ.

ჩვენ ყველა აუცილებელი საკანონდებლო ცვლილება და რეგულაცია მივიღეთ იმისთვის, რომ ასეთ ეპიდსიტუაციებთან გამკლავება სწრაფად და ეფექტიანად მოხდეს. გახსოვთ, ოპონენტების კრიტიკაც, თუმცა დღეს გამოჩნდა, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილებები და პარლამენტისა და მთავრობის ეფექტურმა თანამშრომლობამ უზრუნველყო ის, რომ დღეს ჩვენ ქვეყანაში ნორმალური ვითარება გვაქვს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაში მას შემდეგ იმყოფება, რაც „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულთან უშუალო კონტაქტი თალაკვაძის დაცვის წევრს ჰქონდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×