რეზონანსი
07.09.2020

ბათუმში, ალეკო ელისაშვილმა პარტია „მოქალაქეების“ აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

ბათუმში „მოქალაქეების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გენრი დოლიძე იქნება, ხელვაჩაურისა და მთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის გიორგი გაბაიძე იბრძოლებს, აჭარის უმაღლეს საბჭოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი კი, გიორგი მასალკინი იქნება.

„პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში ვხედავთ დეპუტატებს, რომლებსაც სიტყვა არ უთქვამთ საერთოდ, იყვნენ პირში წყალჩაგუბებული, ღილაკზე ხელის დამჭერი, უნიათო და ბოთე დეპუტატები. ჩვენ კი მებრძოლი ხალხი წარვადგინეთ, რომლებიც იბრძოლებენ ხოლუსღვის, შუახევისთვის, ქედასთვის და ბათუმისთვის. ამ კანდიდატებმა დაამტკიცეს, რომ პრინციპების ერთგულები არიან. ხალხისთვის და პრობლემებისთვის იბრძოლებენ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×